მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკეპტიკური მოლოდინები პრობლემაა, რომელიც ლარის კურსზე აისახება - ნათია თურნავა

5f64a677a157e
ვიქტორია მღებრიშვილი
18.09.20 16:10
782
სკეპტიკური მოლოდინები არის ერთ-ერთი პრობლემა რომელიც აისახება, მტკივნეულ საკითხზე, ლარის კურსზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ინტერპელაციის წესით დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ვარდნა მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე, თუმცა საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლარის კურსის სტაბილურობა შენარჩუნებულ იქნას.

„ჩვენმა ეკონომიკამ დიდი დარტყმა მიიღო, რასაკვირველია 80%-ით და მეტით შემცირდა ტურისტული ინდუსტრია. ძალიან დიდი პრობლემებია გლობალურ ბაზრებზე, საგარეო სავაჭრო ბრუნვა შესაბამისად იკლებს. ეკონომიკა წელს დაიკლებს. რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება არ აისახოს ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე, მაგრამ მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ იმ გაჯანსაღების ნიშნების, გახსნილი ეკონომიკის, ფრენების ეტაპობრივი გახსნის და იმ ეფექტური ნაბიჯების ფონზე, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, ვირუსის შემდგომი მართვის მიმართულებით, ასევე იმ ფონზე, როდესაც პრემიერმა და ჩვენ გავნავცხადეთ, რომ სერიოზული შეზღუდვები ბიზნესს არ ექნება, მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობის ცვლილებისა, ეს რა თქმა უნდა, მოხსნის სკეპტიკურ მოლოდინებს და მისცემს საშუალებას ლარის კურსს, რომ დასტაბილურდეს.

მთელი ჩვენი ეკონომიკური გუნდი, მათ შორის ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით საკმაოდ ეფექტური ნაბიჯების გატარების პროცესში ვართ. ეროვნული ბანკი საკმარის რესურსს ფლობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში ეროვნული ვალუტა დავასტაბილუროთ და ეს პრობლემა დღის წესრიგიდან მეტ-ნაკლებად მოიხსნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინსტრმა.