14.სექტემბერი.2018 14:12
საზოგადოება

"სკოლაში დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი სამჯერ უნდა გაიზარდოს"

"სკოლაში დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი სამჯერ უნდა გაიზარდოს"
"რეფორმის შედეგად მივიღებთ სკოლის ახალ მოდელს, რომელიც იქნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შერწყმა ქართულ რეალობასთან და ქართულ სამეცნიერო თუ პედაგოგიურ გამოცდილებასთან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს დაახლოებით 10 000-მდე მასწავლებელი.

"ჩვენი ამოცანაა, 2022 წლისთვის, საჯარო სკოლაში დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ძლიერ თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო.

"ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც მართავს სკოლას მართვის ახალი მოდელით. სკოლაში დაინერგება სწავლების ახალი მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ასწავლიან გადამზადებული მასწავლებლები. ამასთან ერთად, სკოლებს მიეცემა თავისუფლება გარკვეული საგნების სწავლების მეთოდოლოგიის ნაწილში. სკოლის ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს და პასუხობდეს ახალ მიზნებს და ამოცანებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ძლიერი თანამედროვე სკოლა ამავე დროს უნდა ეფუძნებოდეს ახალ ტექნოლოგიებს, შეძლებისდაგვარად უნდა ვითარდებოდეს ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ.

„დღეს გარემო ჩვენს ირგვლივ სწრაფად იცვლება. ასეთი დინამიკის პირობებში, იმისთვის, რომ ბავშვმა, მოზარდმა წარმატებას მიაღწიოს, მისი განვითარება უნდა იყოს ამ ცვლილებების ადეკვატური. შესაბამისად, აუცილებელია, სკოლა მოსწავლეს აძლევდეს სისტემურ განათლებას, ასწავლიდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, ინოვაციურ მიდგომებს. რა თქმა უნდა, თანამედროვე ძლიერი სკოლა უნდა უყალიბებდეს მოსწავლეს ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებს, დემოკრატიულ და ტოლერანტულ ღირებულებებს, უვითარებდეს საკვანძო და პერსონალურ უნარ-ჩვევებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



23.ივლისი.2019 17:00
77

„წელს რეკორდული თანხა - 400 მლნ იხარჯება რეგიონებში, რაც 6700 პროექტის განხორციელებას მოხმარდება“

ვრცლად
23.ივლისი.2019 15:31
189

„ბედნიერი ვარ იმ სითბოთი, რაც ქართველმა ხალხმა ჩემს მიმართ გამოხატა“ - რივალდო ქუთაისშია

ვრცლად
23.ივლისი.2019 13:46
104

Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

ვრცლად
23.ივლისი.2019 12:10
631

იუსტიციის სახლში საზღვრის კვეთის ცნობების გაცემა დაიწყო

ვრცლად
23.ივლისი.2019 09:20
192

„მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გვჭირდება, რომ ბიუჯეტი მათი საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმოთ“

ვრცლად
23.ივლისი.2019 09:00
217

მერია: რეაბილიტირებულ პარკებში კომერციული ფართები გათვალისწინებული იქნება

ვრცლად