მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლაში მეხუთე კლასის ზემოთ მოსწავლეები უნდა იყვნენ პირბადით - ამირან გამყრელიძე

601d9a1885df2
თამთა ჯიჯავაძე
05.02.21 23:17
1006
სკოლაში მეხუთე კლასის ზემოთ მოსწავლეები უნდა იყვნენ პირბადით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე ისინი უკვე დაუკავშირდნენ განათლების სამინისტროს.

„ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, დღეს, შიდა კონსულტაციები გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ მოსწავლეები მეხუთე კლასიდან უნდა იყვნენ აუცილებლად პირბადით. ხოლო მეხუთე კლასამდე უნდა იყოს რეკომენდებული“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 15 თებერვლიდან კერძო და საჯარო სკოლები რეალურ რეჟიმში სასწავლო პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით განაახლებენ.