მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლაში მოსწავლეებს პირბადე მშობლებმა უნდა გაატანონ - მე-5 კლასიდან ტარება სავალდებულოა

60224689d0e8f
ინგა მურუსიძე
09.02.21 12:34
4142
სკოლებში, მე-5 და მომდევნო კლასების მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განათლების, მეცნიერების და კულტურის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას გააცნო.

მისივე თქმით, ხვალიდან უკვე სკოლებს დაურიგდებათ სპეციალური ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა აკონტროლონ პროცესი.

მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციითვე, საქართველოს რეგიონებში, გარდა თბილისისა, ქუთაისისა და რუსთავისა, სადაც სწავლა კლასებში დაიწყო, პროცესი მშვიდად მიმდინარეობს.

„სასიხარულოა, რომ სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს და პირბადეების საკითხი სწორედ იმიტომ დავამატეთ, რომ ონლაინ-სწავლებაზე დაბრუნება აღარ დაგვჭირდეს“, - განმარტა მინისტრმა.

განათლების მინისტრის თქმით,  ჯერჯერობით, პირბადეები მოსწავლეებს მშობლებმა უნდა გაატანონ და ამის შესახებ სკოლებს მშობლებთან კომუნიკაცია ექნებათ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღების გახსნას, მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, ამაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მოგვიანებით ისაუბრებს.