მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლების გახსნა მხოლოდ აჭარაშია შესაძლებელი, თუმცა შანსი თბილისსაც აქვს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

6151bed4ca97a
ინგა მურუსიძე
27.09.21 17:40
637
ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, სკოლების გახსნა მხოლოდ აჭარაშია შესაძლებელი, ხოლო თბილისს შანსი აქვს.

"ამჟამინდელი მდგომარეობით, სკოლების გახსნა შესაძლებელია მხოლოდ აჭარაში. წესით, ახლაც გახსნილი უნდა იყოს.

აჭარაში ინფექციის გავრცელებისა და დადებითობის სხვა რეგიონებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი უკავშირდება: ვაქცინაციის, სხვა რეგიონებთან შედარებით, უკეთეს მაჩვენებლებს და იმას, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში ინფექცია ძალიან ბევრს შეხვდა.

[ეროვნული ამოცანაა, პოპულაციურ იმუნიტეტს მივაღწიოთ (ა)-თი და არა (ბ)-თი, რადგან (ბ)-ს უამრავი ადამიანის სიცოცხლე მიაქვს, (ა) კი სიცოცხლეს იცავს.]



თბილისს აქვს შანსი, სკოლები გაიხსნას. თუმცა რამდენი ხნით, არ ვიცი“, - წერს ჭიაბერაშვილის სოციალურ ქსელში.