26.აგვისტო .2020 16:24

სკოლების გახსნის პარალელურად, ჩეხეთი, ნიღბის გამოყენებას სავალდებულოს ხდის

views 241
უკან

ჩეხეთის მთავრობა სკოლების გახსნით გამოწვეული კორონვირუსის გაზრდილი რისკების დასაბალანსებლად წესებს ცვლის და პირველი სექტემბრიდან ნიღბების გამოყენებას სავალდებულოს ხდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნიღბის გამოყენება სავალდებულო გახდება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების ცენტრებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის ქალაქის საკრებულოში.

როგორც გამოცემა წერს, ჩეხეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ნიღბის გამოყენება სავალდებულო გახადა, როდესაც პანდემია დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ვირუსი კონტროლს დაუქვემდებარა, მოსახლეობას ნება დართო  უმეტეს ადგილებს ნიღბების გამოყენების გარეშე წვეოდა.

„ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ ვირუსი ისევ ჩვენს შორის ტრიალებს და არსად წასულა. შემოდგომაზე ისედაც იზრდება რესპირატორული დაავადებით ინფიცირების ალბათობა, ნიღბები და ჰიგიენური წესების დაცვა დაგვეხმარება შევამციროთ ინფიცირების რისკები“, - აღნიშნულია ჩეხეთის ჯანდაცვის სამინსტროს განცხადებაში.

გამოცემა წერს, რომ ნიღბების გამოყენება სავალდებულო არ იქნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე, იმ პირებისთვის, ვისაც შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობები გააჩნიათ.

აღსანიშნავია, რომ ნიღბების გამოყენება უშუალოდ სკოლაში სავალდებულო არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა