მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა, ალბათ, დისტანციურად დაიწყება - გამყრელიძე

6128f0088c4e4
თამთა ჯიჯავაძე
27.08.21 18:03
9138
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება.

მისი თქმით, ამ საკითხს განათლების სამინისტრო განიხილავს, თუმცა NCDC-ის რეკომენდაციაა, რომ სანამ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა (დღეს 9.43%-ია) და სკოლის პერსონალის 80% არ იქნება აცრილი, სკოლა უსაფრთხოდ ვერ მიიჩნევა.

„ამიტომ სასურველია, რომ მასწავლებლები აიცრან, ადმინისტრაციული პერსონალი აიცრას და ქვეყანაში საერთო ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში დასწრებული სწავლა იქნება განხილული. ჩვენ გვექნება ალბათ შეხვედრები განათლების სამინისტროსთან ბევრ საკითხთან დაკავშირებით.

მე პირადად იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებით. დასწრებული სწავლებისთვის რამდენიმე კრიტერიუმი უნდა იყოს დაკმაყოფილებული ანუ მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლები - არა, სტუდენტებიც (150 000 სტუდენტია) უნდა იყვნენ აცრილები, ესენი ახალგაზრდები არიან, დელტა შტამი კი ახალგაზრდებში ადვილად გადამდებია, ამიტომ სასურველია, სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი და სკოლა იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.