მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სკოლებში იქნება უსაფრთხო გარემო“ - მინისტრი

601bb858dfa1f
თათია ჩაფიჩაძე
04.02.21 12:57
767
„მასწავლებლებს რეგულარული ტესტირება ჩაუტარდებათ და სკოლებში უსაფრთხო გარემო იქნება“ - ეს დაპირება განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა. მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მასშტაბით სკოლები 15 თებერვლიდან გაიხსნას. რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს, ამ დროისთვის გახსნის თარიღი არ კონკრეტდება.

„ეპიდვითარება საშუალებას გვაძლევს, რომ 15 თებერვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში გაგრძელდეს სასწავლო პროცესი. რაც შეეხება ბაღებს, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს, ეს პროცესი სკოლების გახსნას ეტაპობრივად მოჰყვება, კონკრეტულ თარიღებზე ცალკე განცხადება გაკეთდება მომავალში.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, მასწავლებლები გაივლიან რეგულაურ ტესტირებას, შესაბამისად, ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისთვის, რომ სკოლებში იყოს უსაფრთხო გარემო“ - განაცხადა ჩხენკელმა.