05.აგვისტო .2020 11:24

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - მთავრობა

views 1251
უკან

დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულებრივ უნივერსიტეტებშიც.

„ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის, თუმცა ამ ეტაპზე სწავლა დაიწყება ჩვეულებრივ, სასწავლო ოთახებსა და აუდიტორიებში“, - განაცხადა ჩხენკელმა.