29.თებერვალი .2020 15:25

სკოლებთან ერთად სწავლა თბილისის ბაგა-ბაღებშიც შეწყდება

views 669
უკან

სკოლებთან ერთად სწავლა თბილისის ბაგა-ბაღებშიც შეწყდება, - გადაწყვეტილება თბილისის მერიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიებებთან დაკავშირებით მიმდინარე შეკრებაზე მიიღეს.

როგორვ bm.ge-ს მერიაში უთხრეს, სწავლა 2-დან 16 მარტამდე პერიოდში შეწყდება და ეს შეეხება მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სახელოვნებო სკოლებსაც.

“ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და ვართ სრულ კოორდინაციაში, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც, ტარდება სხვადასხვა სახის საპროფილაქტიკო ღონისძიება ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვის ცენტრებში. ასევე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოცხადდეს არდადეგები ბაღებში და სახელოვნებო სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ თბილისის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს”, -განაცხადა მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ.