მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

5e2c5b59671cd
თელარა გელანტია
25.01.20 19:13
868
„სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

„ჩვენ დღეს ავიარეისს ველოდებოდით ჩინეთიდან, მაგრამ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დღეს დაგეგმილი რეისი გაუქმდა. სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, არ აქვს მნიშნვნელობა პირდაპირი რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება თუ ტრანზიტულად, დღეიდან კი უკვე თერმოსკრინინგი დაინერგება, რაც ტემპერატურის დისტანციური თერმომეტრით გაზომვას გულისხმობს. თუ 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება მგზავრს, ჩაითვლება, რომ ეს არის კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევა და სამედიცინო პერსონალი, რომელიც მას აეროპორტშივე დახვდება, მის მდგომარეობას უფრო დეტალურად შეაფასებს. ჩინეთიდან საქართველოს გავლით მიმავალ მგზავრებს კი ამ ეტაპზე სკრინინგი არ უტარდებათ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციითვე, ავიაკომპანია China Southern Airlines-ის გადაწყვეტილებით, ასევე გაუქმებულია 27 იანვრის ავიარეისიც.

„წინა წლებშიც გვქონია მსგავსი პრაქტიკა. ავიარეისების გაუქმება უკავშირდება ჩინურ ახალ წელს და არა - კორონავირუსის გავრცელებას”, - აცხადებენ ავიაკომპანიაზე დაყრდნობით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

China Southern Airlines-ი პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში 3 სიხშირით ახდენს.