მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Skytrax -მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის დაასახელა

5eb95f6488a47
ინგა მურუსიძე
11.05.20 18:24
1419
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეშვიდედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა, - ინფორმაციას აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„Skytrax World Airport Awards 2020“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეშვიდედ დასახელდა.

მათივე ცნობით, მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - ბუდაპეშტის, ბუქარესტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, რიგის, ბელგრადის, ბრატისლავას, თბილისის, სკოპიესა და სოფიას, საერთაშორისო აეროპორტები - 2020 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

ცნობისთვის, Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.