მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Skytrax 2021 წლის საუკეთესო ავიაკომპანიებს ასახელებს

615ade9e065fa
თათია კაკიაშვილი
05.10.21 00:20
730
CNN-ის ცნობით, 2021 წლის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიებს შორის Qatar Airways–მა პირველი ადგილი დაიკავა. რეიტინგი, ტრადიციულად, კომპანია Skytrax–მა შეადგინა, რომელიც ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო ავიაკომპანიებს. მგზავრები Skytrax World Airline Awards-ის მონაწილე კომპანიებს ხმას აძლევენ მომხმარებელთა გამოკითხვის საშუალებით. ეს გამოკითხვა კი ამჯერად 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ივლისამდე გაგრძელდა. მოგზაურებს ჰკითხეს 350-ზე მეტი გლობალური ავიაკომპანიის მუშაობისა და ხარისხის შესახებ და მიღებული შედეგები შეაჯამეს.

Skytrax–ის რეიტინგის მეორე ადგილი სინგაპურის ავიახაზებმა დაიკავა, ხოლო ANA All Nippon Airways მესამე ადგილზე მოხვდა. რაც შეეხება Skytrax Top Airlines 2021-ის სრულ სიას, ის ასე გამოიყურება:

1. Qatar Airways
2. Singapore Airlines
3. ANA All Nippon Airways
4. Emirates
5. Japan Airlines
6. Cathay Pacific
7. EVA Air
8. Qantas Airways
9. Hainan Airlines
10. Air France