მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წლის ყველაზე გაუმჯობესებულ და მგზავრზე ორიენტირებულ 10 აეროპორტს შორის დაასახელა

62ac3aac7d93c
BM.GE
17.06.22 12:24
673
საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანმა და პრესტიჟულმა საკონსულტაციო კომპანია Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წლის ყველაზე გაუმჯობესებულ და მგზავრზე ორიენტირებულ 10 აეროპორტს შორის დაასახელა. Skytrax-ის ეს აღიარება, 12 თვის განმავლობაში აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და აეროპორტის განვითარებისთვის წლის მანძილზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

​თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად ათეულში რიადის, ნიუ-იორკის, დამამის, სიეტლის, კასაბლანკას, სოლტ ლეიკ სითის, ადის აბაბას, ბერლინისა და ნურ სულთანი აეროპორტები მოხვდნენ.

აღსანიშნია, რომ ​2021 წელს Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს COVID-19 უსაფრთხოების რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიანიჭა. ამასთანავე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax-ის მიერ გამოვლენილ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში, უკვე მერვე წელია ზედიზედ ხვდება.