მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს COVID-19 უსაფრთხოების რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიანიჭა

61cc7eef605be
BM.GE
29.12.21 19:25
433
საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანმა და პრესტიჟულმა საკონსულტაციო კომპანია Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს COVID-19 უსაფრთხოების რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიანიჭა. როგორც კომპანიაში Tav Georgia-ში აცხადებენ, დეკემბერში ჩატარებული აუდიტის დროს, Skytrax-ის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ტერმინალების სისუფთავე, დასუფთავებისა და დეზინფიცირების პროცედურები, სოციალური დისტანციის დაცვის რეგულაციები, მგზავრთნაკადის ორგანიზება/კონტროლი და უსაფრთხოების კუთხით დანერგილი 150-ზე მეტი პროტოკოლით შეაფასეს.

5-ვარსკლავიანი შეფასება ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 20 საერთაშორისო აეროპორტს აქვს მინიჭებული, მათ შორის არიან: ტოკიოს, პარიზის, ბაქოს, ბარსელონასა და მადრიდის მთავარი აეროპორტები. უსაფრთხო აეროპორტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

"ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე, ჩვენთვის უპირველეს ამოცანას მგზავრებისა და ჩვენი თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. შესაბამისად,  პირველივე დღეებიდანვე, ჩვენ მიერ მართვადი ორივე აეროპორტი მოვიყვანეთ იმ სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც რეკომენდირებული იყო მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ძალიან გვიხარია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო აეროპორტად დასახელდა", - აცხადებს თეა ზაქარაძე, "ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი.

Skytrax, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არსებულ აეროპორტებსა და მგზავრებისთვის განკუთვნილ CIP დარბაზებში დანერგილი უსაფრთხოების 150-ზე მეტ პროტოკოლს აფასებს, რომლებიც დაკავშირებულია მომსახურების ყველა სერვისთან.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 33 წელია მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. 2020 წლიდან კი Skytrax COVID-19 უსაფრთხო აეროპორტების რეიტინგს აქვეყნებს. ამასთანავე Skytrax-ის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება „World Airport Awards“-ი, რომელიც მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება.

გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მერვედ დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში.