მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სლოვაკეთი კორონავირუსზე მასობრივ ტესტირებას გეგმავს

5f97ea982b27a
ნათია თაქთაქიშვილი
27.10.20 20:20
989
სლოვაკეთში კორონავირუსის ტესტს ყველა მოქალაქეს ჩაუტარებენ. ამის შესახებ CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ოთხი დღის განმავლობაში 10 წელზე ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქეს ტესტირების გავლა მოუწევს.

ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ მასობრივი ტესტირების პროცესი უქმე დღეებში ჩატარდება. სლოვაკეთში მიიჩნევენ, რომ ამ მეთოდის წარმატების შემთხვევაში, მისი გამოყენება სხვა ქვეყნებსაც შეეძლებათ.

სლოვაკეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ საყოველთაო ტესტირების ჩატარების შემდეგ, კარანტინის გამოცხადება და შეზღუდვების გამკაცრება საჭირო აღარ გახდება.

ევროპის სხვა სახელმწიფოების მსგავსად, სლოვაკეთში კორონავირუსის მეორე ტალღა გასულ თვეში დაიწყო. ამჟამად, ქვეყანაში ნაწილობრივი კარანტინი მოქმედებს.

ცნობისთვის, სლოვაკეთში გამოვლენილია კორონავირუსის 45 155 შემთხვევა. გარდაიცვალა 165 ადამიანი.