მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Smart Beach" ისრაელში - პირველი "ჭკვიანი პლაჟები" პოპულარულ სანაპირო ზოლზე

5d888ac0b3ead
მიხეილ ხაჩიძე
23.09.19 22:10
1140

ისრაელი უნიკალური "ჭკვიანი პლაჟის" პროექტს ახროციელებს. ნევე-იამი იქნება ადგილ ქვეყნის პოპულარულ სანაპირო ზოლზე, სადაც ტურისტებს კომფორტისთვის ყველაფერი ექნებათ.




ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, პლაჟი შემოღობილი იქნება და იქ უფასო ინტერნეტი, სამაშველო და სასწრაფო დახმარების მომსახურება, კაფე-ბარები და რესტორნები მოეწყობა. ამას გარდა, ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, ვიდეო-კამერები დამონტაჟდება დიდი ყურადღება გამახვილდება სისუფთავეზე; სანაპირო განსაკუთრებულად მოვლილი და დაცული იქნება.




ამასთან, სანაპირო ზოლი გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების კამპანიის ფარგლებში წინგადადგმული ნაბიჯია, რამდენადაც, სანაპიროზე ელექტროენერგია მზის პანალების მიერ იქნება გამომუშავებული.



„Smart Beach“ -ის მიმდებარედ, რამდენიმე კილომეტრში მანქანებით გადაადგილება შეიზღუდება, რათა სანაპირო გამონაბოლქვისგან არ დაბინძურდეს და ტურისტები ხმაურმა არ შეაწუხოს.

.