მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სმარტფონების რომელი ბრენდებია ყველაზე პოპულარული მსოფლიოსა და საქართველოში? - რეიტინგი

627923f6c655d
გიორგი თოლორდავა
10.05.22 00:05
2088
სმარტფონები თანამედროვე ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მათი წარმოება კი უმსხვილესი კომპანიებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

საერთო ჯამში, 2021 წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 1.4 მილიარდი ერთეული სმარტფონი გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით მეტია.

2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, გლობალური ბაზრის 23.4% სამხრეთ კორეულ Samsung-ზე მოდის; მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია - Apple ბაზრის 18%-ს აკონტროლებს; მესამე ადგილზე 12.7%-იანი წილით ჩინური Xiaomi-ა; 8.7%-ით მეოთხეზე - OPPO; ბაზრის 8.1% Vivo-ს უჭირავს, სხვა ბრენდებზე კი გლობალური ბაზრის 29.1% მოდის.

აღსანიშნავია, რომ გლობალური ბაზრის ლიდერის პოზიცია თითქმის ყოველ კვარტალში იცვლება, მაგალითად, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში პირველ ადგილზე Samsung იყო, თუმცა IV კვარტალში ლიდერობა Apple-მა მოიპოვა, რაც ახალი iPhone-ის გამოშვებასთან იყო დაკავშირებული.

რაც შეეხება საქართველოს, Statcounter-ის ინფორმაციით, ადგილობრივი ბაზრის, დაახლოებით, 40% Samsung-ზე მოდის, Apple-ს სმარტფონებს ბაზრის 26.3% უჭირავს, მესამე ადგილზე 19.4%-იანი წილით Xiaomi-ა, მეოთხეზე კი - Huawei (5.9%).