„სმარტის“ იტალიური ყავის მომწოდებელი „ტრუჩილო“ ამერიკის ბაზარზე შევიდა და ნიუ იორკის ცნობილ კაფეებს, რესტორნებს თუ სასტუმრებს Ammirati Coffee-სთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში იტალიური ყავით მოამარაგებს. Ammirati Coffee ამერიკაში ყავის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია და 60 წელზე მეტია ყავის ყველაზე სანდო ექსპერტად ითვლება ამერიკაში.
„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში იტალიური „ტრუჩილოს“ ექსკლუზიური წარმომადგენელი „სმარტის“ პირველი ობიექტის გახსნისთანავე, 2010 წელს გახდა. ბოლო პერიოდში კი „ტრუჩილოს“ ყავების არჩევანი მნიშვნელოვნად გაზარდა. დღესდღეობით, „სმარტის“ მომხმარებელს არა მხოლოდ „ტრუჩილოს“ აპარატის „ამერიკანოს“, „კაპუჩინოს“, „ლატეს“ და „ესპრესოს“ დაგემოვნება შეუძლია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე განთავსებულ სუპერმარკეტებში, არამედ ლეგენდარული იტალიური ბრენდის მარცვლის ყავას, დაფქულ ყავას და ყავის კაფსულებს შეიძენს დღისა თუ საღამოს ენერგიულად გატარებისთვის. დამატებით, ერთგული მომხმარებლი „ტრუჩილოს“ მარცვლის ყავას და დაფქულ ყავას 25%-იანი ფასდალებით მიიღებს „სამრტის“ ყველა სუპერმარეტში მთელი საქართველოს მასშტაბით.
„ტრუჩილოს“ ისტორია 1950 წელს იწყება და დღესდღეობით საოჯახო ბიზნესის მესამე თაობამ მიაღწია იმას, რომ კომპანია იტალიაში ყავის წარმოების ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მფლობელია. მაღალი ხარისხის არაბიკას და რობუსტას ყავის მარცვლებს კომპანია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის წამყვანი მწარმოებლებისგან არჩევს. კომპანიის მისია მაღალი ხარისხის იტალიური ესპრესოს ყავის კულტურის გაზიარებაა მსოფლიოში და ყავის წარმოების უახლესი ტექნოლოგიებით, ყავის ხარისხის კონტროლის თანამედროვე სტანდარტებით, „ტრუჩილო“ აკადემიით, რომელიც ბარისტათა პროფესიონალ განვითარებაზე ზრუნავს და განვითარების ამბიციური გეგმებით, კომპანიამ უკვე დიდ პოპულარობას მიაღწია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „სმარტის“ საშუალო ფორმატის სუპერმარკეტები „ვისოლის“ ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე „ვისოლ ჯგუფის“ კომპლექსებზეა განთავსებული. „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კომპფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო