„სმარტის“ სუპერმარკეტი ვაკეში, თამარაშვილის ქუჩის გამყოფ ზოლზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზეც გაიხსნა და აპრილის ბოლომდე „სმარტი“ სარაჯიშვილის ქუჩაზე, ღვინის ქარხანასთან მდებარე „ვისოლის“ სადგურზეც დაიდებს ბინას. ჯამურად ორივე ობიექტი 20 ადამიანს დაასაქმებს.
როგორც „ვისოლ ჯგუფში“ განმარტავენ, ახალი ობიექტები ერთგულ მომხმარებელს 24/7-ზე მოემსახურებიან. შესაბამისად, „სმარტის“ სუპერმარკეტი ექსკლუზიური იმპორტული პროდუქციით, ახალგამომცხვარი პურფუნთუშეულითა და იტალიური ყავით „დანკინის“ ამერიკულ რესტორანთან და „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან ერთად თბილისის ცენტრალურ უბანში კიდევ ერთ საჭირო და მიმზიდველ სივრცეს ქმნის.
„მოხარული ვართ, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური ფონისა ქვეყანაში, „სმარტისთვის“ როგორც გასული, ისე მიმდინარე წელი ქსელის განვითარების აქტიური პერიოდია. უფრო მეტიც, მომავალი სამი წლის განმავლობაშიც „სმარტი“ კიდევ 30-მდე ახალი ფორმატის სუპერმარკეტს გახსნის „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე მთელი საქართველოს მასშტაბით და ქვეყანაში მოგზაური ან მცხოვრები ადამიანებისთვის ყველაზე ერთგულ თანამგზავრობას ისახავს მიზნად. ესქკლუზიური იმპორტული თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფართო არჩევანით, ახალგამომცხვარი პურფუნთუშეულით, უგემრიელესი სენდვიჩებით თუ „სმარტ კაფეს“ იტალიური ყავით „სმარტი“ ერთგული მომხმარებლისთვის საყვარელი ბრენდია, რომელსაც მალე საქართველოს ყველა კუთხეში ვიხილავთ“, - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
“სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში გააგრძელებს. უახლოეს მომავალში „სმარტის“ სუპერმარკეტი სარაჯიშვილის ქუჩაზე, ღვინის ქარხანასთან მდებარე „ვისოლის“ სადგურის შემდეგ მცხეთაში გაიხსნება.
ცნობისთვის, „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.
(NS)
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო