მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა

6421869dd1792
BM.GE
28.03.23 12:00
803
„სმარტმა“ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა #22ა-ში მდებარე „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე 35-ე სუპერმარკეტი გახსნა. შესაბამისად, „სმარტი“ შავიზღვისპირეთში უკვე ჯამურად 4 ობიექტით არის წარმოდგენილი.

„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგური, სადაც ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ქსელთან შედარებით ჯამურად 25-30 თეთრამდე ფასდაკლების შესაძლებლობაა თითოეულ ლიტრ საწვავზე და იქვე არსებული გაზგასამართი სადგური მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილებას ბათუმელებს უკვე სთავაზობს. „სმარტის“ ახალი სუპერმარკეტით კი „ვისოლის“ მომსახურების სივრცე ქალაქის ცენტრში დღეს კიდევ უფრო მიმზიდველია.

ობიექტზე ჯამურად უკვე 25-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და 24/7-ზე ემსახურება ერთგულ მომხმარებელს. „სმარტის“ სუპერმარკეტი ექსკლუზიური იმპორტული პროდუქციით, ახალგამომცხვარი პურფუნთუშეულით, „ტრუჩილოს“ იტალიური ყავით თუ გზად საჭირო სხვა პროდუქტებით კი მალე ყველაზე გემრიელი თანამგზავრი გახდება.



„მოხარული ვართ, რომ „სმარტი“ განაგრძობს ქსელის განვითარებას შავიზღვისპირეთში და უკვე 4 ობიექტითაა წარმოდგენილი ურეკსა და ბათუმში. მომავალი სამი წლის განმავლობაშიც „სმარტი“ კიდევ 30-მდე ახალი ფორმატის სუპერმარკეტს გახსნის მთელი საქართველოს მასშტაბით. ქვეყანაში მოგზაური ან მცხოვრები ადამიანებისთვის, ესქკლუზიური იმპორტის თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით, ახალგამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმით, უგემრიელესი სენდვიჩებით თუ „სმარტ კაფეს“ იტალიური ყავით, „სმარტი“ უკვე საყვარელი ბრენდია, რომელსაც მალე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ვიხილავთ“, - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

“სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში განაგრძობს. გასულ თვეში „სმარტმა“ მეორე სუპერმარკეტი გახსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ახლა უკვე საერთაშორისო მოგზავრებისთვისაც შექმნა მოგზაურობის კომფორში.

„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
რუსუდან კბილაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი
„ვისოლ ჯგუფი“ / ტელ: 995.599 320412

(რ)