მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SME Banking Club-მა “საქართველოს ბანკი” ინოვაციური ბანკების TOP-ოცეულში დაასახელა

608968970867c
BM.GE
28.04.21 18:28
846
SME Banking Club-მა კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ინოვაციური ბანკების TOP-ოცეული დაასახელა.

გამარჯვებული ბანკები გამოვლინდნენ იმ ინოვაციური მიდგომებისთვის, რომლებსაც ისინი მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) სეგმენტის დაკრედიტებაში ნერგავენ. საქართველოდან TOP-ოცეულში მხოლოდ “საქართველოს ბანკი” მოხვდა.

SME Banking Club -ის ექსპერტები მთელი წლის განმავლობაში სწავლობდნენ საბანკო ბაზრის ახალ პოზიციებს, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის შექმნილ ნოვატორულ მიდგომებს, მათ პრაქტიკულობასა და შეთავაზებული სიახლეების აქტუალურობას SME სეგმენტისთვის.

კლუბის წევრებმა წელს, საუკეთესოები შეარჩიეს 2 კატეგორიაში. ესაა: დიჯიტალიზაცია და ფინანსები. შერჩევის შედეგად გამოვლინდა 20 საუკეთესო ციფრული ინოვაცია, ასევე ინოვაციური ბანკები და კომპანიები რეგიონის მასშტაბით.

SME Banking Club-ი საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმაა, რომელიც რეგიონის საფინანსო ინსტიტუტების პროდუქტებსა და შეთავაზებებს აფასებს. პლატფორმის მიზანია, შეისწავლონ და გაცვალონ პრაქტიკული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უწევენ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ბანკები თუ საფინანსო ორგანიზაციები მეწარმეებს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს.

თავად “საქართველოს ბანკში” აღნიშნავენ, რომ SME Banking Club-ის მიერ ამ სიაში მათი დასახელება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მხრივ ბანკის მიერ დანერგილმა პროდუქტებმა განაპირობა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცდელობა, ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორი და ვიზრუნოთ მათ მუდმივ განვითარებაზე, არ დარჩა შეუმჩნეველი. ვცდილობთ, ჩვენს ბიზნესმომხმარებელს, ყოველდღიურად შევთავაზოთ სწორედ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები/სერვისები ციფრულ ეკოსისტემაში, რათა დაზოგონ დრო და ენერგია; შედეგად კი კიდევ უფრო სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი“, − აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

ოცეულში დასახელებულ ბანკებს შორის არიან რუსული ბანკები; სიაში ასევე მოხვდნენ უკრაინული, ბელარუსული, ყაზახური და აზერბაიჯანული ბანკებიც.

SME Banking Club-ის სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.