მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"SME-ს წარმომადგენლები, რომელთაც სესხები ფიზიკური პირის სახელით აქვთ აღებული, ვერ ხვდებიან საშეღავათო პაკეტში"

5eb43bb423a37
თამთა ჯიჯავაძე
07.05.20 20:42
1636
"პროთრეველ ჯორჯიას" მმართველი პარტნიორი მაია სიდამონიძე BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთაც სესხები არა როგორც იურიდიული, არამედ ფიზიკური პირების სახელით აქვთ აღებული, ვერ ხვდებიან საშეღავათო პაკეტში. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუ მსგავსი ტიპის მეწარმეების გათვალისწინებაც მოხდებოდა შეღავათების კუთხით.

„მისასალმებელია ის, რომ გარკვეულწილად მოლოდინები შეიქმნა იმის როდის იქნება სანიტარული გაიდლაინები, როდის გაიხსნება სახმელეთო მოძრაობა და საერთაშორისო ფრენები, ეს იმის საშუალებას ბიზნესს გვაძლევს რომ ჩვენი ბიზნეს აქტივობები შესაბამისად დავგეგმოთ.

ერთადერთი რაც მე და არამარტო მე, რეალურად ამ სფეროში, მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს გვანერვიულებს, არის ის, რომ უმეტესობა სასესხო შეღავათები რაც იყო გაცხადებული, იყო იურიდიულ პირებზე, უმეტესობას გვაქვს ფიზიკურ პირზე გაფორმებული საბანკო სესხები, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცით რომ ახალდაარსებულ შპს-ს არავინ არ მისცემდა სესხს. აქედან გამომდინარე 90%-ზე მეტ ადამიანს, პატარა სასტუმროების და გესთჰაუსების მფლობელებს, გვაქვს რეალურად ფიზიკურ პირზე გაფორმებული სესხები, რაც იმას ნიშნავს რომ დღევანდელი შეღავათების მიხედვით, ჩვენ ვერ ვხვდებით საშეღავათო პაკეტში.

რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი თხოვნაა, რომ ჩვენც გაგვითვალისწინონ, ვინც ამ სეგმენტში მოვხვდით და სანამ დადგენილება გამოვა, მოხდეს კორექცია, რა თქმა უნდა, თუ არის ამის შესაძლებლობა. იმიტომ რომ წინა 50 ნომრამდე სუბსიდირების შემთხვევაში, ასევე ძალიან ბევრი ვერ მოხვდა, იგივე მიზეზის გამო და იმის გამო, რომ რეალურად 300 000-ზე მეტს სესხი არ უნდა აღემატებოდეს, რაც მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის მეტი ინვესტიცია იყო საჭირო. მინიმუმ ნახევარ მილიონამდე სავარაუდოდ ძალიან ბევრს გვაქვს სესხი გამოტანილი“, – განაცხადა მაია სიდამონიძემ.

მისივე თქმით, თუ აქცენტი კეთდება სექტორზე, სადაც ძირითადი მოთამაშე მცირე და საშუალო ბიზნესია და „თუ გვინდა, რომ ამ სეგმენტსაც გარკვეულწილად შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეს, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი“.

მთავრობამ ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისა და ქვეყანაში მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებები დღეს წარადგინა. განისაზღვრა ვადები, რომელშიც ამ სექტორის გახსნა მოხდება, კერძოდ 15 ივნისიდან აღდგება შიდა ტურისტული სერვისი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას. დაწესდება საგადასახადო შეღავათებისა და სუბსიდიების ახალი პაკეტი, რომლითაც ტურიზმის და სარესტორნო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები ისარგებლებენ.

დღეს წარდგენილი შეღავათების პაკეტი ამგვარია.