მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელმა კომპანია “აქვა გეომ”, რომელიც ბაზარზე “სნოს” და “კობის” ბრენდირებულ პროდუქციას უშვებს, უკრაინის საექსპორტო ბაზრის აღდგენა შეძლო.
როგორც bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა განუცხადა, ამჟამად კომპანიამ უკრაინაში კონტაქტი რამდენიმე პარტნიორთან გააგრძელა.
“სრულად ამ ბაზრის ათვისება საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ მოხდება. ახლა უკრაინის ბაზარზე რამდენიმე მანქანა ყოველთვიურად სტაბილურად გადის. უკრაინაში წლის განმავლობაში დაგეგმილი შემოსავლის 70% დავკარგეთ. რაც შეეხება რუსეთს იქ 30% დავკარგეთ.” - განმარტა გოზალიშვილმა.
ბიზნესმენის თქმითვე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომპანია დივერსიფიკაციაზე აქტიურად ფიქრობს, ხოლო ახლა ევროპული ბაზრების ათვისებას ცდილობენ, ასევე ჩინეთის და ბაჰრეინის.
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი შემცირდა, საექსპორტო ბაზრები კი დაკორექტირდა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი წლიურად 27.8%-ით შემცირდა და ქვეყანამ აღნიშნული საქონლის რეალიზებით 66.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში მინერალურმა და მტკნარმა წყლებმა 1.9%-იანი წილით მე-9 ადგილი დაიკავა. როცა გასული წლის ამავე პერიოდში მე-6 ადგილს იკავებდა. იმ დროისთვის წილი მთლიან ექსპორტში 3.5% იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი