"ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურსი გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა ოდენობას,"- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე რეგისტრირებულ განცხადებაში. ამავე განცხადებით, სააგენტო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისგან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდს დაიქირავებს.
"ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში მოსალოდნელი ინფიცირებული პაციენტების მისაღებად საწოლფონდების განსაზღვრული ოდენობის გამოთავისუფლება თავისი არსით წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათის მქონე ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) პრევენციისკენ.
ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურსი გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა ოდენობას. შექმნილი გარემოება ითხოვს დაუყონებლივ დამატებითი საწოლადგილების მობილიზებას. აღნიშნული შესყიდვის წინასწარ განსაზღვრა და დაგეგმვა შეუძლებელი იყო,"- ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.
ამასთანავე, შესყიდვის განაცხადში მითითებულია, ის სამედიცინო დაწესებულებებიც, რომლებშიც მთავრობა 31 დეკემბრის ჩათვლით საწოლფონდს დაიქირავებს.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის COVID-19-ისგან 4619 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 1 100 პაციენტი მკურნალობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა