მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SOCAR AQS-მა თუზის ტბის მიწისქვეშა გაზსაცავის გაფართოების პროექტზე ხელშეკრულება გააფორმა

5dd6325c08512
BM.GE
21.11.19 10:43
1070
SOCAR AQS-ს,China CAMC Engineering Co.-სა და IC İçtaş Construction Industries & Trade Inc. JV-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც თუზის ტბის (Tuz Golu) მიწისქვეშა გაზსაცავის გასაფართოებლად საბურღი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების მიხედვით, SOCAR AQS თუზის ტბის ტერიტორიაზე (თურქეთი, აქსარაი) 40 ჭაბურღილზე იმუშავებს. კონტრაქტის ღირებულება რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

"აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებით, გაღრმავდა ურთიერთობები როგორც კომპანიებს, ისე - ორ ქვეყანას შორის. თუზის ტბის მიწისქვეშა გაზსაცავის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთში ბუნებრივ გაზზე მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილების თვალსაზრისით. SOCAR AQS ხელს შეუწყობს ამ მისიის წარმატებით შესრულებას", - აცხადებს IC İçtaş-ის გენერალური დირექტორი მურათ მეჰმეთ ქურთულუში.

თავის მხრივ, SOCAR AQS-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რამინ ისაიევმა აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია China CAMC Engineering Co., Ltd. - IC İçtaş Construction Industries & Trade Inc-თან ერთად ამ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობის შესაძლებლობა.

"გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენი კომპანიის სრულ პოტენციალს გამოვავლენთ და მივაღწევთ, რომ ეს პროექტი წარმატებული იყოს თურქეთისთვის, ჩვენი კლიენტებისა და SOCAR AQS-ისთვის", - განაცხადა რამინ ისაიევმა.

პროექტის განხორციელებისას, SOCAR AQS გამოიყენებს თურქეთის ადგილობრივი ბიზნეს პარტნიორების ინფრასტრუქტურას და გარდა ამისა, კომპანია ინვესტიციას განახორციელებს თურქეთში სფეროს ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებასა და შემდგომ განვითარებაში.