მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SOCAR Georgia Petroleum–ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

6229e43ddb168
სალომე მეცხვარიშვილი
10.03.22 15:36
5097
"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ნოდარ ყანჩაველი დაინიშნა, რომელსაც მანამდე კომპანიაში ოპერაციების დირექტორის პოზიცია ეკავა. ნოდარ ყანჩაველს სხვა კერძო კომპანიებში, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის გამცოდილებაც აქვს.

აღნიშნული ცვლილება კომპანიის ვებგვერდზე უკვე ასახულია.

სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის აღმასრულებელი დირექტორი ამ დრომდე ლევან გიორგაძე იყო, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა. Bm.ge მასთან დაკავშირებას შეეცადა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ამ პოსტს აღარ იკავებს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.