მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დროებითი საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა და ქვეყანაში მოქალაქეების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდა, ნავთობპროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა.
როგორც bm.ge-ს „სოკარის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან გიორგაძემ განუცხადა, საწვავის მოხმარება მათ ქსელში დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
„საგანგაშო მდგომარეობაა. საწვავის მომხმარებელთა რაოდენობა ყოვედღიურად იკლებს, რადგან ზოგადად ხალხი აღარ გადაადგილდება“-აცხადებს გიორგაძე.
რაც შეეხება საცალო ქსელში საწვავის ფასებს, მისი თქმით, ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტებზე ფასმა ფასდაკლების გათვალისწინებით 40-50 თეთრით დაიკლო, თუმცა რა იქნება სამომავლოდ, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.
გიორგაძის განმარტებით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასებმა 30$-ს გადააჭარბა. ასევე მოლოდინია, რომ OPIC-ი ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც სამომავლოდ რა თქმა უნდა საქართველოში საცალო ქსელებში არსებულ საწვავის ფასზეც აისახება.