26.თებერვალი .2021 12:00

SOCAR Trading-ი წელს ნავთობის ფასის 80 დოლარამდე გაზრდას ვარაუდობს

SOCAR Trading-ი წელს ნავთობის ფასის 80 დოლარამდე გაზრდას ვარაუდობს
views 387
უკან

კომპანია "SOCAR Trading SA" (SOCAR-ის სავაჭრო შვილობილი კომპანია) ელოდება, რომ 2021 წელს ნავთობის ფასი 80 დოლარამდე გაიზრდება ბარელზე, ხოლო შემდეგი 18–24 თვის განმავლობაში - 100 დოლარზე მეტი იქნება ბარელზე, - ამის შესახებ კომპანიის მთავარმა სავაჭრო დირექტორმა ხაიალ აჰმედზადემ განაცხადა.

”მიმდინარე წელს ნავთობის ფასი მიაღწევს 80 დოლარს/ბარელზე, რადგან მოთხოვნილება მკვეთრად გაიზრდება, ხოლო მწარმოებლები ვერ შეძლებენ დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება საკმარისი ოდენობის მიწოდებით”, - განაცხადა აჰმედზადემ "ბლუმბერგთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, პანდემიის საპასუხოდ 2020 წელს დაგროვილი ნავთობის ჭარბი მარაგი ამ ზაფხულისთვის მთლიანად ამოიწურება.

აჰმადზადეს განცხადებით, კომპანიამ უკვე მოახდინა კრიზისის პერიოდში შენახული მთელი ნავთობის რეალიზაცია 15 მილიონი ბარელის ოდენობით. მან ასევე აღნიშნა, რომ იგი ელოდება, რომ "ოპეკი +"-ის გარიგების მონაწილეები შეამცირებენ მოპოვებას და მალე დაუბრუნდებიან მიწოდებას სრული დატვირთვით.
წყარო: oilnews.ge 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა