05.მაისი .2020 18:15

სოცდაუცველები, შშმ პირებთან ერთად, ფულად დახმარებას მაისის ბოლოდან მიიღებენ

views 341
უკან

სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კომპენსაციით გადასაცემი თანხის ოდენობა 70 ლარიდან დაიწყება, - ამის შესახებ წერია დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65000-ზე და ნაკლებია 100001-ზე (ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად);
ასევე, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 3 ან 3-ზე მეტი 0-დან 16 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი;

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს (შემდგომში – შშმ პირი);

ვინ რამდენს მიიღებს?

კომპენსაციას მიიღებენ ადამიანები ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად, ოჯახის თითოეულ წევრზე 35 ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახი შედგება ერთი წევრისგან, ის მიიღებს ოჯახზე 70 ლარს, ორი წევრისგან – ოჯახზე 90 ლარს;

ამასთან, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 3 ან 3-ზე მეტი 0-დან 16 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, და შშმ პირები მიიღებენ 100 ლარიან კომპენსაციას, 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში;

ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით კომპენსაციის შეწყვეტის მიზნით გამოიყენება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზა.

რა შემთხვევაში შეწყდება კომპენსაცია?

კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი კომპენსაციის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის შესაბამის ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება:

კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, დანართში მითითებულ პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა.
კომპენსაციის ჩარიცხვას სოციალურ პაკეტთან/სახელმწიფო კომპენსაციასთან ან/და საარსებო შემწეობასთან ერთად.

შემწეობა ინიშნება 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით არსებულ წევრთა რაოდენობის მიხედვით და ნარჩუნდება ამ პროგრამით განსაზღვრული კომპენსაციის მიღების მთელი ვადით, მიუხედავად ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებისა, გარდა წევრ(ებ)ის გარდაცვალებისა.

2020 წლის 1 მაისის შემდგომ ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, მოხდება კომპენსაციის ავტომატური გადაანგარიშება ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით და გადაანგარიშებული ოდენობით კომპენსაცია გაიცემა ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდგომი თვიდან, ხოლო ბავშვ(ებ)ის დამატების შემთხვევაში, გადაანგარიშებული ოდენობით კომპენსაცია გაიცემა მომსახურების სააგენტოში მიმართვის მომდევნო თვიდან ახალი სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით. გადაანგარიშების პროცესი არ იწვევს კომპენსაციის შეჩერებას/შეწყვეტას.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ასევე ამ სტატუს(ებ)ით მიმართვის შემთხვევაში, კომპენსაცია გაიცემა პირის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადებისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის მომსახურების სააგენტოში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა