მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა ამომრჩევლის მოსყიდვას ჰგავს - ლილუაშვილი

632d806b5f614
მარიამ ვარადაშვილი
23.09.22 14:22
603
დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს უსმენენ. სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამაზე სასაუბროდ აზარაშვილი დამოუკიდებელმა დეპუტატება, ინტერპელაციის წესით მიიწვიეს.

პარლამენტის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, რომელიც მინისტრისთვის გაგზავნილი კითხვების ერთ-ერთი ავტორია, პლენარულ სხოდმაზე გამოსვლისას თქვა, რომ ამ პროგრამას მრავალი ნაკლი აქვს და მათ შორის უმთავრესი მისი დისკრიმინაციული ხასიათია. ამის მაგალითად ლილუაშვილმა სამტრედიის მუნიციპალიტეტი მოიყვანა, სადაც ვაკანსიით აყვანილი დარაჯის ხელფასი 180 ლარია, ხოლო პროგრამით დასაქმებულის - 300 ლარი.

“აუცილებლად უნდა შევეხოთ ამ ქვეპროგრამის დისკრიმინაციულ ხასიათსა და სამართლიანობას. მთავრობის მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოდგენდეს ყველაზე მაღალი სოციალური მოწყვალობის ჯგუფების მხარდაჭერა. ამას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი და განისაზღვროს როგორც მიზნობრივი ჯგუფი სოციალური პოლიტიკის. [ამ პროგრამით] ხდება შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს პრიორიტეტი ცოტა აცდენილია ჩვენს საჭიროებებს დღევანდელ რეალობაში. მეორე, ეს არის გაუგონარი დისკრიმინაცია, რადგან ამ სოციალური სამუშაოების შექმნის ქვეშ ვაკანტურ პოზიციებზე ხდება ისეთი სამუშაოების შესრულება, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან ნაცნობია. მაგალითად დაგისახელებთ, სამტრედიის ნომერ მე-4 სკოლის დარაჯს, რომელიც 40 საათი მუშაობს კვირაში. ის ღია კონკურსით აიყვანეს და მისი ხელფასი 180 ლარს შეადგენს, მაშინ როცა პროგრამის ფარგლებში სამტრედიაში, სოფელ მელიაურის საჯარო სკოლის დარაჯი, რომელიც ასევე 40 საათს მუშაობს, ქვეპროგრამის ფარგლებში 300 ლარს იღებს”,-აცხადებს ლილუაშვილი.

სხდომაზე გამოსვლისას ლილუაშვილმა მუნიციპალიტეტის მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მომვლელად 221 პირი დასაქმდა, მაშინ როცა მუნიციპალიტეტში მხოლოდ 156 დასახლებული პუნქტია.

"სულ რომ ერთი სასაფლაო იყოს ყველა დასახლებულ პუნქტში, რაც ნაკლებად სავარაუდოა, არ ვიცი დანარჩენი 70 დამლაგებელი რას ალაგებს. მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალკახათის საჯარო სკოლაში, სადაც დასაქმებულია 23 მასწავლებელი და 133 მოსწავლე სწავლობს. ორსართულიანი შენობაა და აქვს ერთი შესასვლელ/გასასვლელი კარი, პროგრამის ფარგლებში დამატებით ორი კარისკაცი დაასაქმა. ასევე, ბიბლიოთეკარის დამხმარედ ერთი პირია დასაქმებული",-აცხადებს ლილუაშვილი. 

ლილუაშვილმა ერთ-ერთ მაგალითად ქედის მუნიციპალიტეტი მოიყვანა, სადაც 172 მოსწავლე სწავლობს და 34 მასწავლებელი მუშაობს. სკოლის მიმდებარედ ტერიტორიის დასასუფთავებლად კი 7 ადამიანი დასაქმდა. "არ ვიცი, ალბათ დაცული ტერიტორია აქვთ მიბმული ეზოს".

"[პროგრამის ფარგლებში] გვხვდება ისეთი სამუშაო ადგილები, როგორიც არის მაგალითად სარეველა ბალახის მთხრელი, რაც ამ სეზონზე უბრალოდ აღარ მოდის და მაინტერესებს აქ დასამქბული ადამიანის დანიშნულება რა იქნება მომდევნო თვეების განმავლობაში. არის ასევე მიწის მთხრელი, მეხანძრის თანაშემწე. არ ვიცი, ამ ვაკანტურ პოზიციებზე როგორ უნდა აიხსნას ის, რომ ეს ადამიანები რაიმე გამოცდილებას იღებენ ან კვალიფიკაციას იმაღლებენ. საბოლოოდ, ეს არ არის არანაირი დასაქმების ეფექტიანი პოლიტიკა და ძალიან გავს ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაჯილდოვებას. სამწუხაროდ, ამ ადამიანების გაჭირვების გამოყენება ხდება",-განაცხადა ლილუაშვილმა.