მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოჭის შეხვედრაზე ბაქო და ერევანი ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმდნენ

63610e2ba27cb
მარიამ ვარადაშვილი
01.11.22 16:47
566
რუსეთის პრეზიდენტის მედიაციით სოჭში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გუშინ შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტის გადასაჭრელად ძალა არ იქნება გამოყენებული. ამის შესახებ საუბარია ერთობლივ განცხადებაში.

ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის მთავარი თემა ყარაბაღი იყო, სადაც რამდენიმე კვირის წინ კვლავ მოხდა დაპირისპირება პირველად 2020 წლის შემდეგ. შეტაკებებს ემსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი. დაპირისპირება მოხდა მიუხედავად 2020 და 2021 წლების შეთანხმებებისა, რომ კონფლიქტს მშვიდობიან გადაჭრას მოუძებნიდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა შეხვედრას “ძალიან სასარგებლო” უწოდა, თუმცა მხარეებს შორის რა პრინციპული საკითხები დარჩა შეუთანხმებელი ამაზე არ უპასუხა. 

მთლიანი ყარაბაღის საკითხზე ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. აზერბაიჯანი მას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თავის მხრივ სომხეთი რეგიონს 1994 წლიდან აკონტროლებს. 2020 წლის ომის შემდეგ, რომელიც მეზობელ ქვეყნებს შორის რამდენიმე კვირა გაგრძელდა. შედეგად აზერბაიჯანმა ყარაბაღის გარკვეულ ნაწილზე კონტროლი დაამყარა, თუმცა რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა და ადგილზე რუსი ჯარისკაცები მშვიდობისმყოფელთა მანდატით განთავსდნენ.