მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოჭში პუტინისა და ერდოღანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

62ed401251a32
მარიამ ვარადაშვილი
05.08.22 20:26
997

სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა მედიასთან თურქეთის გავლით ევროკავშირისთვის გაზის მოწოდების საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, Turkish Stream-ის გაზსადენი შეუფერხებლად მუშაობს და დღეს ის ევროპისთვის გაზის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. პუტინს მიაჩნია, რომ ევროპელები ამისთვის თურქეთის მიმართ მადლიერები უნდა იყვნენ. ცნობისთვის, Turkish Stream-ი შავ ზღვაზე გამავალი გაზსადენია, რომლითაც თურქეთი და სამხრეთ ევროპა რუსულ გაზს იღებენ.

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასევე უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტია, რომელიც რუსეთის მიერ ბლოკირებული პორტების გავლით უნდა განხორციელდეს.

აღსანიშნავია, რომ პუტინი და ერდოღანი მანამდე თეირანში შეხვდნენ ერთმანეთს. ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც რუსეთ-უკრაინას შორის შედგა, სწორედ თურქეთის მედიაციით მოხდა. სტამბოლში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე ჯერჯერობით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით უსაფრთხოდ მიმდინარეობს.