მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა იან მალქოლმ ჰოქის განცხადება ,,მაშველი რგოლი” პროკურატურისთვის - ადვოკატის პასუხი

620fa2fcc3cb2
შოთა ტყეშელაშვილი
18.02.22 17:43
1408
დღეს, ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ, რომელიც TBC PLC-ის ერთ-ერთ აქციონერს, იან მალქოლმ ჰოქს წარმოადგენს, პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ბანკთან სამართლებრივ პრეტენზიას შეეხებოდა. მისი თქმით, ჰოქმა მედიიდან შეიტყო, რომ ქართულმა სასამართლომ ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით გამოიტანა განაჩენი, ხოლო საქმე $16 მილიონის სესხებს უკავშირდებოდა. ტორაძის განცხადებით, ამ სესხების მოთხოვნის უფლება დღეს $40 მილიონ დოლარს შეადგენს. ტორაძე ამბობს, რომ თუკი თიბისი ბანკი მის კლიენტს დაარწმუნებს, რომ ამ თანხის “თიბისისთვის დაბრუნების” პერსპექტივა არსებობს, მისი “კლიენტი დამშვიდდება”.

ჯერჯერობით, საქმე არცერთი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში რეგისტრირებული არაა.

იურისტი დიმიტრი თორაძე არ ამბობს, როდიდან არის მისი კლიენტი ბანკის აქციონერი. უცნობია წილიც, რასაც ჰოქი ფლობს.

“ჩემი მარწმუნებლისთვის (კლიენტისთვის) მედიიდან ცნობილი გახდა იმ სასამართლო პროცესების შესახებ, რომელიც ბატონი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარეობს. აქედან იკვეთება თაღლითური სქემა და ბანკისთვის მიყენებული ზარალი. ჩემი კლიენტი მიიჩნევს, რომ ის მოვალეა მიმართოს სააქციო საზოგადოებას, რათა დაცული იყოს აქციონერთა ინტერესები და საკუთრივ თიბისი ბანკის ინტერესები.

ის მიმართავს თიბისი ბანკს, რომ მან დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები როგორც დამზარალებელი აქციონერების, ასევე ამ თაღლითურ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ. მას მიაჩნია, რომ სამართლებრივად მყარად დასაბუთებულია მისი მოთხოვნა.

მას მყარი იმედი აქვს, რომ თიბისი ბანკი განახორციელებს ამ უფლებების დაცვას.

მას აქვს უფლება, რომ სხვა აქციონერებსაც მიმართოს და სხვებთანაც შეაჯეროს. მას დაუკავშირდა სხვა აქციონერი და ვართ კონსულტაციის რეჟიმში.

ის არ ითხოვს არაფერს ხაზარაძე-ჯაფარიძისგან, ის ითხოვს თიბისი ბანკისგან, თუკი თაღლითურ სქემას ჰქონდა ადგილი.

$40 მილიონამდე მოთხოვნის უფლება არის სხვის ხელში. უნდა განმარტოს სააქციო საზოგადოებამ და არსებობს ამ თანხის თიბისისთვის დაბრუნების პერსპექტივა, მაშინ ის დამშვიდდება,” - ბრიფინგზე განაცხადა ტორაძემ.

BMG-იმ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში იან მალქოლმ ჰოქის უფლებადამცველი მოიწვია. ადვოკატ დიმიტრი ტორაძის განცხადებით, მოსაზრება, რომ აქციონების მიერ გაკეთებული განცხადება სინამდვილეში პროკურატურისთვის “მაშველი რგოლია”, სიმართლეს არ შეესაბამება და ბნელ ოთახში შავი კატის ძიებას წარმოადგენს.

“განცხადება, რომ შენ ახალი აქციონერი ხარ და ძველ აქციონერებს არ აქვთ პრეტენზია, ასეთ რამეს არ იცნობს სამართალი.

TBC PLC არის ბრიტანეთში რეგისტრირებული, მაგრამ ის ფლობს საქართველოში რეგისტრირებულ ბანკს.

ინფორმაციის მოპოვების უფლება აქციონერს აქვს. მას შეუძლია ამ ინფორმაციის მიღება, ყველა წყაროდან საიდანაც მას ინფორმაციის მიღება შეუძლია. ფაქტი, რომელსაც შეუძლია ზიანის მოტანა, ის დადგა საქართველოში, მისი მხარე არის “თიბისი ბანკი” და საეჭვო გარიგებასთან დაკავშირებული კომპანიები.

ეს აქციონერი არ დავობს. ის თხოვს ინფორმაციის მოწოდებას. მან ლონდონის ბირჟაზე არსებული წარმომადგენლობისაგან სცადა მინიმალურად საკითხზე ინფორმაციის მიღება, მაგრამ მოხდა მისი იგნორირება. ახლა მიმართავს ძირითად სათაო ოფისს ამაზე, რათა აქედან მიიღოს ინფორმაცია.

დავუშვათ, გაიგო თიბისიმ ამის შესახებ პრესკონფერენციიდან, მაგრამ ისინი უკვე საქმის კურსში არიან, რომ ბატონ იან მალქოლმ ჰოქს ჰყავს იურიდიული წარმომადგენელი საქართველოში.

- გკითხავთ, მაშველი რგოლი ხართ დღეს პროკურატურისთვის? ეს კითხვა ლოგიკურად ჩნდება, რადგან მათთვის  დაზარალებული არ არსებობდა, ფაქტია, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო დაზარალებულის პოვნა.

- ჩვენ უნდა მოვახდინოთ სწორი დეფინიცია. არსებობს სისხლის სამართლებრივი საქმე, სისხლის სამართლის საქმეში ნაკლი, რომ მას არ ჰყავს დაზარალებული ან რამე, ეს აპრიორში არ ნიშნავს, რომ მხარეს, ვინც მიიჩნევს, რომ მისი უფლება დაირღვა, არ აქვს სამოქალაქო უფლებები. ამაში არანაირი ლოგიკური ბმა არ არის, ხოლო შეთქმულების თეორიას აქვს საფუძველი იარსებოს, ისევე როგორც ბნელ ოთხარში შავი კატის ძიებას. რეალურად, მინდა დაგარწმუნოთ, ამ ბნელ ოთახში ნუ დავიკარგებით.

- ბნელ ოთხაში ვართ, ამაში დაგეთანხმებით.



ქართულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ გადაწყვეტილება 12 იანვარს გამოიტანა. პროკურატურა ფულის გათეთრების მუხლით დავობდა, რასთან დაკავშირებით როგორც საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ასევე TI-ს მიერ ჩატარებული შეფასების თანახმად, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც საქმეში ბრალს დაადასტურებდა.


სასამართლომ 12 იანვარს გამოტანილი განაჩენით ბრალის კვალიფიკაცია შეცვალა და “ფულის გათეთრების” მუხლი თაღლითობის ხანდაზმული მუხლით შეცვალა. ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.