მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალურ დახმარებებზე მთავრობა 410 მლნ ლარს დახარჯავს

5f2bbdc308e16
ელენე გოგბერაშვილი
06.08.20 12:19
1379
პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საზოგადოებას ახალი სოციალური დახმარების პაკეტი გააცნო. მთვრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ყველა თვითდასაქმებული, რომელმაც მთავრობას მიმართა ერჯერადად 300 ლარიან დახმარებას მიიღებს.
ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას მიიღებს 17 წლამდე ბავშვები. ასევე სოციალური დახმარება გათვალისწინებულია სტუდენტებისთვისაც. მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე სახელმწიფო 33 000-ზე მეტ სტუდენტს, რომლსაც 150 000 სოციალურ ქულამდე აქვთ, სწავლის საფასურს ნაწილობრივ, ან სრულად დაუფინანსებს

გარდა ამისა, გაგრძელდება მთავრობის მხრიდან მოქალაქეთა კომუნალური გადასახადების დაფარვა 4 თვის განმავლობაში. როგორც პრემიერმა თქვა, სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფარვის პროგრამა ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს. 

პრემიერმა სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ დამატებითი სოციალური დახმარების გაცემა საბიუჯეტო სახსრების გარდა შესაძლებელი გახდა StopCov ფონდში აკუმულირებული თანხმების გამოყენების ხარჯზე.

ჯამში კი სოციალურ დახმარებებზე 410 მლნ ლარია გათვალისიწნებული.

სოციალური დახმარების პაკეტი, როგორც პრემიერმა თქვა, ასე ნაწილდება:

კომუნალური დახმარება - 200 მლნ ლარი
ბავშვების დახმარების პროგრამა - 170 მლნ ლარი


თვითდასაქმებულთა კომპენსაციაზე საუბრისას კი პრემიერმა განმარტა:

„ბოლო 5 თვის განმავლობაში ძირითადი დარტყმები, კრიტიკა მოდიოდა იმაზე, რომ თვიდასაქმებულები როგორ დაადასტურებენ თავიანთ საქმიანობას და ისეთი მკაცრი წესები დააწესეთ, რომ ხალხი დახმარებას ვერ იღებსო. სინამდვილეში 250 ათასი განაცხადია 300 ლარიან დახმარებაზე. აქედან ნორმალური დასაბუთება ჰქონდა 150 ათასა და მათ ეს დახმარება მიიღეს.

80 ათასი სწორედ ის ხალხია, რომელსაც დასაბუთება უჭირდა. ვხურავთ ამ პროგრამას და იმიტომ, რომ ეკონომიკური კრიზისი გრძელდება, ამ 80 ათას მოქალაქეს ვუნაზღაურებთ“-თქვა პრემიერმა.