მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალურ მედიაში დაბლოკვის შემდეგ ტრამპმა საკუთარი ვებგვერდი შექმნა

60647d272a130
ნათია თაქთაქიშვილი
31.03.21 19:17
1244
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში დაბლოკვის შემდეგ საკუთარი ვებგვერდით დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი საზოგადოებასთან კომუნიკაციას ამ გზით აპირებს.

ვებგვერდის მეშვეობით, მოქალაქეებს შეეძლებათ დონალდ ტრამპს საკუთარი აზრები გაუზიარონ, ასევე მიწვევა გაუგზავნონ რომელიმე ღონისძიებაზე.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს „ტვიტერზე”, „ფეისბუქზე“ და სხვა სოციალურ ქსელებზე წვდომა 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის შემდეგ შეუზღუდეს. სოციალური ქსელების ხელმძღვანელობამ მაშინ ტრამპს კონგრესზე შტურმის წახალისებაში დასდეს ბრალი.