მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალურად დაუცველები შეწყვეტილ სახელმწიფო შემწეობას მიიღებენ - სამინისტრო

5e844e871a55a
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.20 12:41
2836
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მათ ფულადი დახმარება შეჩერებული ჰქონდათ.

„საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებას არ განახორციელებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება მოთხოვნილი იქნება უშუალოდ ოჯახის მიერ.

მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას. აღნიშნული ვრცელდება 2020 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც. ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალება ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარება უკან დაბრუნებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში.