23.სექტემბერი .2022 13:31

„სოციალურად დაუცველთა დასაქმების“ პროგრამით 1000-ზე მეტი სასაფლაო დასუფთავდა - მინისტრი

„სოციალურად დაუცველთა დასაქმების“ პროგრამით 1000-ზე მეტი სასაფლაო დასუფთავდა - მინისტრი
views 386
უკან

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით დასაქმებულების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო, 205 საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა, გაიწმინდა 1500-მდე კმ. სანიაღვრე არხი. ამის შესახებ აზარაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ის დეპუტატებს ამ წუთებში ინტერპელაციის წესით მიმართავს.

„საზოგადოებრივი სამუშაოების ქვე-პროგრამის განმახორციელებელ ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობები და მათ სისტემაში შემავალი სხვადასხვა დაწესებულება. მათთან კომუნიკაციის შედეგად გვაქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა პროგრამამ მათ მისცა შესაძლებლობა დამატებითი სამუშაო ძალის გამოყენებით გაეზარდათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლეს შემდეგი სამუშაოების შესრულება:

ყოველდღიურად ანდა საჭიროებისამებრ სუფთავდება და წესრიგდება 550-მდე საბავშვო ბაღის ეზო, 300-სზე მეტი სკვერი და პარკი და 160-ზე მეტი სპორტული მოედანი ყველა მუნიციპალიტეტში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო, 205 საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა, გაიწმინდა 1500-მდე კმ. სანიაღვრე არხი. ასევე, მოწესრიგდა და დასუფთავდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ნარჩენებისგან გაიწმინდა, გამწვანებითი სამუშაოები ჩატარდა, ბალახები და ბუჩქები მოიჭრა დასახლებული პუნქტების გზების ნაპირებსა და მიმდებარე ფერდობებზე.

საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპებმა შეძლეს უფრო ფართო მასშტაბის ტერიტორიაზე მოეხდინათ ფაროსანას გავრცელების ინსპექტირება.

400-ზე მეტმა საჯარო სკოლამ და 532 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებამ შეძლო დამატებითი სამუშაო ძალა მიეღო დარაჯის და დამლაგებლის პოზიციაზე, რომლებიც არსებულ თანამშრომლებთან ერთად იზრუნებენ სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის მოვლასა და მოწესრიგებაზე, ასევე ბავშვებისთვის შესაფერისი სასწავლო გარემოს შექმნზე.

მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურად დაუცველმა პირებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მიმდინარე სამუშაოებში და დიდი წვლილი შეიტანეს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში“, - თქვა აზარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა