მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალური საწარმო “ბებიას” საზაფხულო ტანსაცმლის ხაზის დამატებას გეგმავს

61c9ce94bc3a9
მარიამ იზორია
02.01.22 19:00
768
ქართული ბრენდი “ბებიას”, რომელიც მომხმარებელს ბებიების ხელით შექმნილ ტანსაცმელს სთავაზობს, შემდეგი სეზონიდან საზაფხულო ტანსაცმლის ხაზის დამატებასა და მუდმივი გაყიდვების სივრცის გახსნას გეგმავს. სოციალური საწარმოს სამომავლო გეგმებში პროდუქციის ევროპაში ექსპორტიც შედის.

როგორც “ბებიას” დამფუძნებელმა გიორგი ნოზაძემ bm.ge-ს განუცხადა, ამ დროისთვის ბრენდის ნაწარმი ონლაინპლატფორმების საშუალებით იყიდება.

“ბებიას" სოციალური საწარმოა, რომელსაც სჯერა, რომ ბებიების შექმნილი ნივთები განსაკუთრებული ემოციების მატარებელია. სულ რაღაც მესამე სეზონია, რაც ზამთრის თბილ ქუდებს, ხელთათმანებს, შარფებსა და წინდებს ვაწარმოებთ. ჯერჯერობით, გაყიდვების სივრცე არ გვაქვს, რადგან ჩვენი პროდუქცია სეზონურია, შესაბამისად, სამი თვის გამო მაღაზიის გახსნა არ გვიღირს. მომდევნო სეზონიდან უკვე საზაფხულო ტანსაცმლის ხაზსაც დავამატებთ, შემდგომ კი მაღაზიასაც გავხსნით. გეგმებში პროდუქციის ევროპის 5 ცივ ქალაქში შეტანაც შედის”, - ამბობს “ბებიას” დამფუძნებელი.

ცნობისთვის, სოციალური საწარმო რომლისთივსაც დამფუძნებელმა საწყისად 20 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, ამ დროისთვის 15 ბებიას ასაქმებს.