მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ გუმათში პოლიციამ რკინის ჯებირები აღმართა - დაკავებულია ექვსი მოქალაქე

6076962c3cbf2
ინგა მურუსიძე
14.04.21 11:16
858
სოფელ გუმათში, "ნამახვანჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ხმაურია. ადგილზე გვიან ღამით პოლიციელებმა რკინის ჯებირები აღმართეს.

გუმათში მყოფი აქტივისტები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ, რაც დიდ ხმაურს იწვევს. აქტივისტები პოლიციის წარმომადგენელმა სულხან მახათაშვილმა გააფრთხილა: „შეწყვიტეთ აგრესია, თორემ გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას“.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ექვსი პირი დააკავეს.

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის. აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ მათი შეკრების მიზანი კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა იყო.

მიუხედავად პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.