მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ გვიშტიბში, დევნილებისთვის მშენებარე კორპუსებისთვის წყალარინების ქსელი ეწყობა

5dc519549920e
BM.GE
08.11.19 10:25
884
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე წინა სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია კანალიზაციის ჭების, გამყვანი კოლექტორის და წყალარინების ქსელის მოწყობა.

"მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები 560 დევნილ ოჯახზეა გათვლილი. შესახლების შემდეგ, 1700-მდე მაცხოვრებელი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სამშენებლო სამუშაოებს 128,549.38 ლარი მოხმარდება, წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი 2020 წლის დასაწყისში დასრულდება", – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

ამ ეტაპზე, წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს ახორციელებს: ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში, ანაკლიაში, ოზურგეთში, ახალციხეში, მარნეულსა და გუდაურში, პროექტების დასრულების შემდეგ, დამატებით 170 000 –ზე მეტი ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოები დაგეგმილია: ქუთაისში, ბაღდათში, ვანში, სამტრედიაში, მარტვილში, სტეფანწმინდაში, ხაშურში, დაბა ფასანაურში, სოფელ მუხრანში, კურორტ აბასთუმანსა და ბახმაროში.