მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ ჟონეთთან და ნაკიეთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

5f22e87e8c84b
BM.GE
30.07.20 19:33
758
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის საწინააღმდეგო სამუშაობის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17 მონაკვეთზე (სოფ.ჟონეთი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ118 მონაკვეთზე (სოფ. ნაკიეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია კმ127-მდე, ხოლო კმ127-კმ141 მონაკვეთზე (უწერა-შოვი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია და სამუშაოები გრძელდება.

ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ127 მონაკვეთზე (ჭომა-უწერა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.