17.იანვარი .2020 21:40

სოფელ ნაღვარევში წყლის პრობლემა მხოლოდ ერთ მოსახლეს აქვს - გზების დეპარტამენტი

views 418
უკან

სოფელ ნაღვარევში წყლის პრობლემა მხოლოდ ერთ მოსახლეს აქვს, - ამის შესახებ bm.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალი მხოლოდ თამარ გოჩიაშვილს არ მიეწოდება, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ სოფელი უწყლოდაა დარჩენილი.

„დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ სოფელ ნაღვარევში მხოლოდ ერთ მოსახლეს თამარ გოჩიაშვილს არ მიეწოდება წყალი. მას ჰქონდა  წყლის დამოუკიდებელი კვება, რომელსაც უზიარებდა თავის მეზობელს. სწორედ ამ მეზობლის სახლი აქვს ნაქირავები ჩინურ კომპანიას. კომპანიასთან შეთანხმებით მათ ჩაანაცვლეს სათავე ნაგეგობა - ნახევარტონიანი სათავე ნაგეგობა ჰქონდათ და ახლა ათტონიანზე გადავიდნენ. თუმცა, კლიმატური პირობების გამო მილი არის გაყინული, რაზეც კომპანია გაფრთხილებულია და რეაგირებას გააკეთებენ. მისულები არიან ახლაც, რომ გააკეთონ. ამას აუცილებლად გაითვალისწინებენ“, - განაცხადა ლევან კუპატაშვილმა.

შეგახსენებთ, როგორც სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა თამარ გოჩიაშვილმა bm.ge-სთან განაცხადა, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია - China Railway 23rd Bureau Group Co (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი)- სოფელში სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რის გამოც კომპანიამ ადგილზე წყლის ახალი ავზის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დაწყებული სამუშაოები ჩინურმა კომპანიამ გაზაფხულამდე გადადო, ნაღვარევის მოსახლეობა კი უწყლოდ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა