მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ უბისაში სამშენებლო ობიექტზე სახურავის ნაწილი ჩამოიგრა - დაშავდა მუშა

5e46bc17585e6
BM.GE
14.02.20 19:25
826
სოფელ უბისაში სამშენებლო ობიექტზე სახურავის ნაწილი ჩამოიგრა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მუშა დაშავდა. ამის შესახებ bm.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, საუბარია ერთ-ერთ მინი ქარხანაზე, სადაც ობიექტზე სახურავის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობდა. მათივე ცნობით, მუშა მსუბუქად არის დაზიანებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.