19.მარტი .2023 11:44

სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდიდან შვავი ჩამოვიდა - საავტომობილო გზა ჩაკეტილია

სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდიდან შვავი ჩამოვიდა - საავტომობილო გზა ჩაკეტილია
views 3936
უკან

სოფელ ვერტყვიჭალასთან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა (შვავი), რომელმაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე. მოცემულ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა