მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელში, სადაც 200 მოსახლეზე ნაკლები ცხოვრობს, მინიმუმ ერთი წარმატებული მეწარმე უნდა გაჩნდეს - ლილუაშვილი

60c781fd7edbf
BM.GE
14.06.21 21:00
2418
პარტიის „საქართველოსთვის“ პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ახალ რეგიონალურ პოლიტიკას ეთმობა , რომელიც დიფერენცირებულ ყურადღებას აქცევს სხვადასხვა კატეგორიის სოფლებს და დასახლებებს, - ამის შესახებ ბათუმის ოფისის გახსნაზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

"მცირე სოფლების შემთხვევაში საუბარი გვაქვს ხელშეწყობის ისეთ მექანიზმებზე, რომ მოხდეს ამ სოფლების ეკონომიკური ტრანსფორმაცია - ეს ნიშნავს, დაახლოებით 1400 სოფელში სხვადასხვა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, პირდაპირ დახმარებას და შედეგად თითოეულ მცირე სოფელში სადაც 50 კომლამდე ანუ 200 მოსახლეზე ნაკლები ცხოვრობს - უნდა გაჩნდეს მინიმუმ ერთი წარმატებული მეწარმე.“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

„რაც შეეხება რეგიონალური პოლიტიკის სხვა საკითხებს, აქ მნიშვნელოვანია ფერმერების ხელშეწყობის „1+1“ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ინდუსტრიალიზაციის მეტ შესაძლებლობას სოფლის მეურნეობაში და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოსტპანდემიურ პერიოდში ინვესტიციების ხელშეწყობის პოლიტიკას“ - დასძინა მან. 

მისივე თქმით, ბათუმის ოფისის გახსნაზე გადასახადების შემცირების თემაზეც ისაუბრეს. 

„ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გადასახადების შემცირების საკითხი, განსაკუთრებით საშემოსავლო გადასახადის, მოგების გადასახადის მიმართულებით, რაც ჩვენს მეწარმეებს და დასაქმებულებს მისცემს დამატებით ფინანსურ რესურსებს, ეკონომიკაში დატოვებს მეტ ფულად რესურსს და დაეხმარება ეკონომიკურ განავითარებს.“ - ამბობს ლილუაშვილი.