მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფიო ხუნწარია: კულტურის მდგრადი განვითარების შესანარჩუნებლად გეგმას წარმოვადგენთ

5ea478ca2cf54
BM.GE
25.04.20 21:49
856
დედაქალაქის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პირობებში სხვა სფეროებთან ერთად, სახელოვნებო მიმართულებაც დაზარალდა.

როგორც მან პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ საუბრისას აღნიშნა, უახლოეს მომავალში დედაქალაქის მერია კულტურის მდგრადი განვითარების შესანარჩუნებლად, კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს.

"ამ პირობებში დაზარალდა ყველა სფერო, მათ შორის, სახელოვნებო მიმართულება. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ქალაქის მასშტაბით, კულტურის მდგრად განვითარებას შევინარჩუნებთ. უახლოეს პერიოდში ამ გეგმას აუცილებლად წარმოვადგენთ. ჩვენ პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, კულტურის ობიექტებში დასაქმებული ხანდაზმული და რისკჯგუფში შემავალი 100 თანამშრომლისთვის ერთი თვის მარაგის პროდუქტების გაცემა დავიწყეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ამ კამპანიაში ჩვენთან ერთად იყვნენ ჩართული და პროდუქტების დარიგებაში გვეხმარებოდნენ", - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქის მერიამ სახელოვნებო და სპორტული ობიექტების პედაგოგების და მწვრთნელების, აუტისტური სპექტრის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრების თანამშრომლების საჰონორარო სუბსიდირება მოახდინა.

"დედაქალაქის მერიამ, სახელოვნებო და სპორტული ობიექტების პედაგოგებისა და მწვრთნელების საჰონორარო სუბსიდირება დაიწყო. 867 754 ლარი გაიცა 1 768 თანამშრომელზე. ასევე, სუბსიდირება გავაკეთეთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა და მოზარდა სარეაბილიტაციო ცენტრების თანაშრომლებისთვის და მათზე 377 760 ლარი გაიცა. აღნიშნული დაფინანსება ორივე მიმართულებით, ბავშვზე ორიენტირებული იყო, ანუ პედაგოგი ატარებდა გაკვეთილს ან თერაპევტი ატარებდა სეანსს და ამის შემდეგ იღებდა ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში, ეს თანხა ავანსის სახით გავეცით და პირობა მივიღეთ, რომ წლის ბოლომდე გაცდენილი გაკვეთილები თუ სეანსები აუცილებლად იქნება შესრულებული. ასევე, 300 სოციალურად დაუცველი და მძიმე დიაგნოზის მქონე შშმ პირისთვის შეიქმნა სპეციალური პაკეტები, რომლებიც მერიასთან არსებულმა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ მოგვაწოდა და მადლობა მათ ამისთვის. ამასთანავე, თბილისში არსებული სამი სოციალური საცხოვრისის ოჯახებისთვის ერთ თვეზე გათვლილი არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემა დავიწყეთ. სულ 134 ოჯახისთვის შეიქმნა სპეციალური პაკეტი და მინდა, ამისთვის ბიზნესსექტორს მადლობა გადავუხადო", - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.