მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლად მოსახლეობის 71% აცხადებს, რომ არ იცის როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაზე

6114f1602c364
BM.GE
12.08.21 13:52
1157
NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 56%-მა არ იცის როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის პორტალზე. უფრო დეტალურად, სასოფლო ტიპის დასახლებებში გამოკითხული მოსახლეობის 71% აცხადებს, რომ არ იცის როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის პორტალზე, საქალაქო ტიპის დასახლებებში კი მოსალხოების 54% აცხადებს, რომ არ იცის როგორ დარეგისტრირდეს სისტემაში.

ასაკობრივ ჭრილში ჩანს, რომ 55+ წელს მოსახლეობაში ვაქცინაციის ელექტრონული სისტემის ცნობადობა კიდევ უფრო დაბალია.

ამასთანავე, კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, მხოლოდ 35% აიცრებოდა, ხოლო 47% - არ აიცრებოდა. 7% აცხადებს რომ უკვე აცრილია, 11%-მა კი არ იცის გაიკეთებს თუ არა ვაქცინას.

NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25,933 აცრა ჩატარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დღეისთვის ორჯერადად ვაქცინირებულია 218,167 ადამიანი, რაც მოსახლეობის 5.9%-ია, მინიმუმ ერთი დოზით კი აცრილია 497,752 ადამიანი, რაც მოსახლეობის 13.3%-ია.


აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3 პროცენტია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.