მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლად ვაქცინაციის კამპანია სამეგრელო-ზემო სვანეთში მიმდინარეობს

61fa3004cd14b
BM.GE
02.02.22 11:15
416
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლად ვაქცინაციის კამპანია ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთში მიმდინარეობს. სოფელ ინგირსა და კახათში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჯანდაცვის სპეციალისტები იმყოფებოდნენ. მოხდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ვაქცინაცია.

რეგიონებში ვაქცინაციის კამპანია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს და სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის იმუნიზაციას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს. კამპანიის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, 30 სოფელი შეირჩა, სადაც აცრის მსურველთა ორგანიზებული ვაქცინაცია მიმდინარეობს.​