პროგრამის ახალი კომპონენტის დეტალები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან, ანნა ჩერნიშოვასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
„სოფლის განვითარების პროგრამის“ ახალი მიზნობრივი კომპონენტი - მწვანე გრანტები (GMG) კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკისა და ენერგოეფექტური მიდგომების განვითარება; მნიშვნელოვანია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რითაც მინიმუმამდე უნდა შემცირდეს გარემოზე ზეწოლა. მადლობას ვუხდი გაეროს განვითარების პროგრამას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან ვიღებთ”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
როგორც გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშოვამ აღნიშნა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 8 მუნიციპლიტეტისთვის, დაახლოებით, 700,000 აშშ დოლარია გამოყოფილი. „ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მეტი მსგავსი პროექტი განხორცილდება ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვისთვის“, - განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა.
„სოფლის განვითარების პროგრამაში“ ახალი მიზნობრივი კომპონენტის დამატების შესახებ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშოვამ მოაწერეს.
მწვანე გრანტების კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს: მარტივი მზის გამათბობელი და მზის წყლის გამაცხელებელების თანადაფინანსებას, (sSWH/sSAH) სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1,000 ლარამდე (გრანტი 90 %-მდე), ხოლო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 10% - ით; ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელები (vSWH): სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3,000 ლარამდე (გრანტი 80%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20% - ით; შენობის თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 8,000 ლარამდე (გრანტი 70%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად განისაზღვრა მთლიანი
ღირებულების არანაკლებ 30% - ით; შენობის სრული თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 12,000 ლარამდე (გრანტი 60%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად მთლიანი ღირებულების არანაკლებ 40% - ით.
„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 30-ზე მეტი პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 5,5 მლნ ლარს აჭარბებს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსება 3.7 მილიონ ლარზე მეტია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება